მსხვილი საწარმოები

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

სს „ქართული ფოლადი“

დაარსების ისტორია1944 წელს დაიწყო რუსთავის მეტალურიგული ქარხნის მშენებლობა.ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმოს -რუსთავის მეტალურგიული ქარხნის – მშენებლობის  გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე მიიღო.ეს განპირობებული იყო რეგიონში ძირითადი ნედლეულის რესურსების არსებობით და კასპიის ნავთობის საბადოებთან სიახლოვით. წინასწარი სამუშაოები 1940 წელს დაიწყო, მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის  გამო შეჩერდა და 1944 წლის 23 მარტს განახლდა – ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურის – “რუსთავის” – მიმდებარე ტერიტორიაზე.პირველი ქართული ფოლადის 150 ტ. ნადნობი გამოუშვეს 1950 წლის 27 აპრილს. ეს თარიღი სამართლიანად ითვლება საწარმოს დაარსების დღედ.1946 წლიდან ამუშავდა პირველი დამხმარე საამქროები: თბოელექტროცენტრალი, მექანიკურ-შემკეთებელი, ფასონური სხმულების, ლითონკონსტრუქციების და სხვა.1950 წლის 27 აპრილს გამოადნეს მარტენული ქართული ფოლადის პირველი ნადნობი.1952 წლის სექტემბერში დგან “140”-ზე გამოუშვეს პირველი ცხლადნაგლინი უნაკერო მილი.1953 წლის დეკემბერში მწყობრში ჩადგა დგანი “400” – იმ დროისათვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლური დგანი ევროპაში. 1962 წელს განხორციელდა დგანი “400”-ის მთლიანი ავტომატიზაცია.1954 წლის ივლისში ბრძმედის საამქროში გამოადნეს პირველი ქართული თუჯი.1955 წელს ამუშავდა ფურცლოვანი და სორტული ნაგლინის საამქროები.1961 წელს ამოქმედდა ცივად ადიდვის საამქრო.

ქარხანა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ამზადებდა, ერთადერთ უნიკალურ სრული ციკლის უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

1961-1991 წლებში საწარმოში სისტემატურად ხორციელდებოდა ძირითადი დანადგარების განახლების, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებები:• 1975-1980 წლებში ძირეულად განახლდა მარტენის ღუმელები და მათი მოცულობა 150 ტონიდან 200 ტონამდე გაიზარდა• 1980 წელს  750 მ3  ბრძმედის რეკონსტრუქციამ მისი მოცულობა 1093 მ3-მდე გაზრდა• 1982 წელს ამუშავდა 312 მ2  ახალი აგროფაბრიკა. 1944-1999 წლებში ქარხანამ  50 მლნ. ტონამდე ფოლადი და 36 მლნ. ტონაზე მეტი მზა ნაგლინი გამოუშვა – მილების, სამშენებლო არმატურის, ფურცლებისა და სხვა  პროდუქციის სახით.1991-2006 წლებში სხვადასხვა ინვესტორი შეეცადა საწარმოს ამოქმედებას, მაგრამ, ფაქტობრივად, უშედეგოდ.

2005 წელს საწარმო ისევ გაიყიდა და ახალი ბრენდი – “ქართული ფოლადი”   წარმატებით ახორციელებს ქარხნის რეაბილიტაციას. სს „ქართული ფოლადი“ უდიდესი მეტალურგიული საწარმოა კავკასიაში. კომპანია აწარმოებს უმაღალესი ხარისხის მეტალურგიულ და სამშენებლო პროდუქციას, რომლის მომხმარებლები ნავთობმომპოვებელი, სამშენებლო, მანაქანათმშენებლობისა და სხვა დარგების კომპანიები არიან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.ახალი მენეჯმენტისა და კვალიფიციური კოლექტივის ძალისხმევით საწარმომ დაიბრუნა ძველი ავტორიტეტი და საერთაშორისო სტატუსი – ქარხნა განახლდა და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ყოველივე ამან განაპირობა, რომ დღეს სს „ქართული ფოლადი“ საერთაშორისო სერტიფიკატების AIP 5L, IP 5CT, ISO 9001:2008 მფლობელია და ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.ს.ს. “ქართული ფოლადი” – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა – ქალაქ რუსთავში (ისტორიული ბოსტანქალაქი), თბილისიდან – საქართველოს დედაქალაქიდან – 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.რუსთავი სამრეწველო ქალაქია. შესაბამისად, მისი ურბანული ინფრასტრუქტურა და გარემო ხელს უწყობს საწარმოს განვითარებას.. მისი აქტივები 580 ათას კვ. მეტრზეა განთავსებული.სოლიდური ინვესტიციები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ინფრასტრუქტურის განახლება ქარხნისათვის მეორედ დაბადების ტოლფასი გახდა. ამუშავდა ძირითადი და დამხმარე საამქროები. საწარმო გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა და  თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ყოველივე ამის, და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, ს.ს. “ქართული ფოლადი” კვლავ კავკასიის უდიდეს მეტალურგიულ საწარმოდ იქცა.ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ტვირთბრუნვასაც მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. ქარხანაში არსებობს 150 კილომეტრიანი სარკინიგზო იფრასტრუქტურა,  რომელიც ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს უკავშირდება. ეს კიდევ უფრო ამარტივებს ფოთის, ბათუმისა და ბაქოს პორტებთან დაკავშირებას. ს.ს. “ქართული ფოლადი” აღჭურვილია იმ რესურსებით, რომლებიც აუცილებელია მსოფლიო ბაზრის ლიდერი  ბრენდისთვის

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი,გაგარინის ქუჩა #12

ტელ.: +(995 322)  249 22 33; 260 66 99 +995 595 99 55 60;

(+995 341)+; 29 20 10; 29 33 67; 29 23 41;

ფაქსი: (+995 341) 29 20 10

ვებგევრდი: http://www.georgiansteel.com.ge

ელ–ფოსტა: office@georgiansteel.com.ge

შპს ”საქცემენტის” რუსთავის ცემენტის ქარხანა

ისტორია რუსთავის ცემენტის ქარხნის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. 1956 წელს გამოუშვა პირველი პროდუქცია რომლის საშუალო სიმძლავრე წელიწადში 308 000 ტონაა მ 400 ტიპის ცემენტისა და 616.000 ტონა სამშენებლო შლაკის წარმოება იყო. 1994 წელს მოხდა ქარხნის პრივატიზება და შეეცვალა სახელწოდება  და ეწოდა შპს „რუსთავცემენტი“ 1995-1996 წლებში დამონტაჟდა ცემენტის წისქვილის ახალი ელექტონული ფილტრები და ახალი შესაფუთი მანქანა.   2004 წელს დაარსდა კორპორაცია “ საქცემენტი“ რომელშიც რუსთავისა და კასპისა ცემენტის ქარხნები გაერთიანდნენ. 2006 წლის ბოლოს „ჰაიდელბერგცემენტმა“ კავკასიაში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებლის „საქცემენტის“ აქციების 75 პროცენტი შეიძინა.  2007 წლის თებერვალიში „საქცემენტი“ „ ჰაიდლებნერგცემენტის“ ჯგუფშია. „საქცემენტის“ კუთვნილი კასპისა და რუსთავის ქარხნების საერთო წლიური წარმადობა წელიწადში.1.6 მლნ ტონას აღწევს.  ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს. იგი არის ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი. კომპანიის კუთვნილ 2800 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში არიან განთავსებულნი, 70 000 თანამშრომელია დასაქმებული. ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ქარხანაში დანერგილი ტექნოლოგია ენერგორესურსების მცირე დანახარჯებს, უნარჩენო წარმოებასა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. რუსთავის ცემენტის ქარხანა ექსპლოატაციაში შევიდა 1956 წელს ორი ტექნოლოგიური ხაზით. საწარმოო სიმძლავრეები დღეისათვის განსაზღვრულია:• კლინკერის წლიური წარმოება: 550 000 ტონა • ცემენტის წლიური წარმოება – 864 000 ტონა ქარხნის ნედლეულით მომარაგება ხდება დედოფლისწყაროს და გარდაბნის კარიერებიდან. კირქვის მოპოვება ხდება დედოფლისწყაროს კარიერიდან, წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 550 000 ტონა. თიხის მოპოვება ხდება გარდაბნის თიხის კარიერიდან, წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 150 000 ტონა.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის მონაცემებით, ს/ს “რუსთავცემენტი” ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მსხვილი დაბინძურებელია (6,9%). ჰეიდელბერგ ცემენტ-მა შეისყიდა საქცემენტის 75%-იანი წილი. აქციათა პაკეტის 25%-ს ფლობს კომპანია ქსიმექს ინტერნაციონალი.2007 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და HeidelbergCement Georgia – საქცემენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელმომწერი მხარე ყველა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით საუბრობდა მემორანდუმის უდიდეს მნიშვნელობაზე, სამინისტროს განმარტებით გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად, არსებული ცემენტის ქარხნები ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მემორანდუმის გაფორმება სამინისტროსა და საწარმოს შორის მიზნად ისახავს ორივე მხარის კეთილი ნების გამოხატვას, რათა ურთიერთხელშეწყობით უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობით გაწერილი ვალდებულებების დროული შესრულება. ანუ, მემორანდუმით საწარმოს არ ეკისრება რაიმე ისეთი ახალი ვალდებულება, რომლის შჱსრულებაც მას ისედაც არ ევალებოდა კანონმედბლობით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პასუხი (წერილი 311/11-279, 14.12.2007) ასოციაცია მწვანე ალტერნატივა-ს წერილზე.
მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი,მშენებელთა ქუჩა #70

ტელ.: +995 341 29 02 11; 25 22 11 +995 322 332505

ფაქსი: +995 3 22 331666

ელ. ფოსტა: info@heidelbergcement.ge

ვებმისამართი: http://www.heidelbergcement.ge/

შპს ”ქართული ცემენტი”
“ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” წევრის, შპს “ქართული ცემენტის” ახალი ქარხანა 2006 წლის მაისში რუსთავში ამოქმედდა. “ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს. შპს “ქართული ცემენტის” აქციების 51 პროცენტის შეძენა კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიცია იყო კავკასიის რეგიონში. “ჰაიდელბერგცემენტი” არის ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი ლიდერი გლობალურ ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 2 800 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 70 000 თანამშრომელია დასაქმებულიკომპანია “ჰაიდელბერგცემენტი”-ს ცნობით, შპს ” ქარხნის წარმადობა წელიწადში 0.4 მლნ ტონა ცემენტს შეადგენს. ქარხანა ამარაგებს,  როგორც ადგილობრივ, ასევე აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბაზრებს, რომლებიც ცემენტის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიან.ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ქარხანაში დანერგილი ტექნოლოგია ენერგორესურსების მცირე დანახარჯებს, უნარჩენო წარმოებასა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი, მშენებელთა ქ. 70ა

ტელ.: (+995 341) 29 31 71; 29 33 60

ფაქსი: (+995 341) 293171;

ელ. ფოსტა:  info@Kartulicementi.

სს ”ყაზბეგი”
რუსთავის ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების  ქარხანა ისტორია1997 წელს კომპანია “ყაზბეგმა” რომელიც 1994 წელს გოგი თოფაძისა და მისი თანამოზარეების მიერ დაფუძნდა  სააქციო საზოგადოება “რუსთავის ლუდის” აქციები შეიძინა.1998 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება “ყაზბეგი”. ამავე წელს  შეიქმნა “ყაზბეგის” სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც აერთიანებს ასეულობით რეალიზატორს საქართველოს ყველა რაიონში. 1999 წელს- სს “ყაზბეგმა”  დაიწყეო ორიგინალური სასმელის “ცივი ჩაისა” და ლიმონათის წარმოება. რუსთავის ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის ლაბორატორიის მეცნიერები დაიწყეს არომატიზატორების დამზადება.  ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლუდის საფერმენტაციო, ჩამოსხმის და საკომპრესორო საამქრო სრულად განახლდა სამხარშაო საამქრო დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა ლუდის ფილტრაციისათვის. 2000 წელს დამონტაჟდა პეტის ბოთლებში ჩამოსასხმელი ხაზი, რამაც შესაძლებელი გახადა 1,5 და 2 ლიტრიან პეტტარაში ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა. 2005 წელს დამონტაჟდა ალუმინის ქილაში ჩამოსასხმელი პროდუქცია:  სს “ყაზბეგი” აწარმოებს ოთხი ტიპის და შვიდი  დასახელების ლუდს: “ყაზბეგი”,  ”ოქროს ყაზბეგი”, “თოფაძე”, “ყაზბეგი პორტერი”, “ფშავი”, “მონადირე”, “თბილისი”. კომპანია ყოველწლიურად ახალ ბრენდებს სთავაზობს მომხმარებელს, მუდმივად იზრდება ასორტიმენტი. სს “ყაზბეგი” აწარმოებს შვიდი დასახელების ორიგინალურ სასმელს “ცივი ჩაი”-”ატამი”, “ჟოლო”, “ლიმონი”, “ფორთოხალი”, “ფეიხოა”, “ტარხუნა”, “ალუბალი” და რვა დასახელების ლიმონათს – “ლიმონი”, “ფორთოხალი”, “ტარხუნა”, “სიტრო”, “მსხალი”, “პიტნა”, “კომში”, “იზაბელა”.  გამაგრილებელ სასმელებს “ნოსტალგია”  დამზადებულს ნაღებისა და შოკოლადის არომატიზატორით და  კოლას ტიპის გამაგრილებელ სასმელს CO2. ყველა უალკოჰოლო სასმელი მზადდება კომპოზიციაზე, რომლის ნედლეულად გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხილი და ჩაი. ჩაის კონცენტრატი და არომატიზატორები მზადდება სს “ყაზბეგის” სამეცნიერო კვლევით ცენტრში ორიგინალური რეცეპტურით. ძირითადი საექსპორტო ბაზარი თანამეგობრობის ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი. “ყაზბეგის” ლუდისა და ლიმონათის შეძენა შეგიძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, კვიპროსზე, გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში-სულ მსოფლიოს 16 ქვეყანაში.

გენერალური დირექტორი: ლადო გაწერელია

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი,მშვიდობის ქუჩა #6

ტელ.: (+995 341) 25 61 23; 25 61 34; 25 79 69

ფაქსი: (+995 341)25 61 24  (+995 90) 11 00 75

ელ. ფოსტა: kazbegi@kazbegi.comვებ.

ვებმისამართი: http://www.kazbegi.com/

შპს “ჯეოსთილი”
შპს “ჯეოსთილი” წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინდუსტრიულ ინვესტიციას საქართველოში. იგი არის “JSW India “-სა და “G Georgian Steel Group Holding ” ის ერთობლივი საწარმო. ფოლადის გლობალურ წარმოებაში ” JWS ” საიმედო სახელის მატარებელი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია სამთო-სამრეწველო, ენერგეტიკული, ცემენტის წარმოების, სამშენებლო და ლოგისტიკის საქმიანობით.” JWS ” –ის გეგმებში შედის კომპანიის გაფართოება და იგი მიზნად ისახავს 2010 წლისათვის იყოს მსოფლიოში დაბალი ფასებით გამორჩეული და ერთადრეთი უდიდესი საწარმო ინდოეთში. ამჟამად, კომპანია – ” JWS ” აწარმოებს დაახლოებით 7 მილიონ ტონა ფოლადს, ხოლო 2010 წლისათვის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს. .პროდუქცია 
შპს ჯეოსთილი აწარმოებს მაღალი ხარისხის თერმო-მექანიკურად დამუშავებულ ფოლადს, საწარმოში დანერგილია ახალი ხარისხის სტანდარტი. კომპანიის მიზანს წარმოადგენს კავკასიის რეგიონების უზრუნველყოფა საუკეთესო ხარისხის ფოლადის არმატურით მსოფლიოში (ბრიტანული, ამერიკის მასალების გამოცდების საზოგადოება, იაპონიის ინდუსტრიული სტანდარტი და სხვა).კომპანია აკმაყოფოლებს სამშენებლო ინდუსტრიის მზარდ მოთხოვნილებებს ძირითადად საქართველოში, სომხეთში, ირანში, დასავლეთ ევროპისა და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებში. საწარმო მდებარეობს მეტალურგიულ ქალაქ რუსთავში, ქ. თბილისის აეროპორტიდან 35 კმ-ში, ყოფილი ამწემშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე. შავი ზღვის საპორტო ქალაქებიდან (ფოთი და ბათუმი) დაშორებულია 350კმ-ზე ნაკლები მანძილით, კარგად არის დაკავშირებული სარკინიგზო და საავტომობილო გზებთან. 
მისამართი: საქართველო, ქ. რუსთავი, 3700 დავით გარეჯის ქ. #36

ტელ.: +995 341 24 10 11 გაიყიდვები და მარკეტინგი:

ტელ: +995 95 91 98 57, +995 95 48 96 14

ფაქსი: +995 341  24 10 07

ელ. ფოსტა: office@geosteel.com.ge

ვებ. მისამართი:http://www.geosteel.com.ge/

შპს “კარატ + “ (ყოფილი სს ”ენერჯი ინვესტი”)

შპს “კარატ + “2010 წლის 15 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  „კარატ პლიუსი’ ოფიციალურად გამოცხადდა საწარმო ,,აზოტის” მმართველ კომპანიად. მანამდე ქარხნის მფლობელი სააქციო საზოგადოება ,,ენერჯი ინვესტი” იყოშვილობრილი კომპანიები:
შპს “კოსმეტიკა” შპს «კოსმეტიკა» გერმანულ-ქართული კომპანიაა, რომლის საწარმოო პროცესი დაფუძნებულია გერმანული წამყვანი ფირმების (KUHNE, ARBURG, NELE COSMEtIC) ტექნოლოგიებზე. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ნატურალურ ზეთებს, ულტრაიისფერ ფილტრებსა და ბუნებრივ ინგრედიენტებს. შესაბამისად, მასზე მაღალია მოთხოვნა. შპს «კოსმეტიკის» საპროექტო სიმძლავრე 20 მლნ. კოსმეტიკური ფანქარი და 7.0 მლნ. ტუჩსაცხია წელიწადში. შპს «კოსმეტიკისთვის» პრიორიტეტულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა _ როგორც პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტი, რაც, თავის მხრივ, ეხმიანება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და ინტერესებს. დანადგარები და მაკომპლექტებელი ნაწილები, მათ შორის _ 12 თერმოპლასტავტომატი შესყიდულია წამყვანი ევროპული ფირმებისგან (ARBURG, WECKERLE, KOCH, HEREAUS). ნედლეულად გამოიყენება BAშF-ის ეკოლოგიურად სუფთა, პოლიმერული მასალები: «სტიროლუქს-PS», ABS, POM, PVC.
შპს “ტომარა” 2005 წელს, სს «ენერჯი ინვესტის» ტომრების საამქროს ბაზაზე, შეიქმნა შპს «ტომარა». წარმოებული პროდუქცია:პოლიპროპილენ-პოლიეთილენის 50-კილოგრამიანი ტომრები ნახევარტონიანი «ბიგბეგი» და მათი პოლიეთილენის გარსაცმი ციანმარილების კასრების საფენები პოლიპროპილენ-პოლიეთილენის გადასაფარებლები პოლიეთილენის ფირები  
ისტორია ნახევარსაუკუნოვანი ქიმიური საწარმო «აზოტი» აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გადაწყვეტილება რუსთავის «აზოტის» ამოქმედების შესახებ მიიღეს მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის – კოქსის აირის საფუძველზე 1947 წელს. 1955 წლის აპრილში რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანაში შეტანილ ნედლეულზე დაიწყო გაშვებითი სამუშაოები. 1956 წლის 27 თებერვალს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მიიღეს პირველი ამიაკი. სწორედ ეს თარიღია მიჩნეული საწარმოს დაბადების დღედ. მუშაობის შემდგომი პერიოდი ხასიათდება ახალი სიმძლავრეების ათვისებით, რის დადასტურებასაც წარმოადგენს 1957 წლის 31 დეკემბერს კალიუმის პერმანგანატის საამქროს ამოქმედება, რომლის საწარმოო მეთოდის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ. 1960 წლის სექტემბერში რუსთაველმა ქიმიკოსებმა საწარმოო ციკლი ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს, რის შედეგადაც საჭირო აღარ იყო მეტალურგიული ქარხნის კოქსის აირის გამოყენება. ერთი წლის შემდეგ კი ამოქმედდა სუსტი აზოტმჟავას საამქრო. 1963 წლის 22 ოქტომბერს პირველი პროდუქცია გამოუშვა კაპროლაქტამის წარმოებამ _ ფენოლური სქემით. მომდევნო ეტაპზე დაიწყო სრულიად ახალი პროდუქტის _ ციანმარილების წარმოება, თავდაპირველად ტექნიკური (1967 წლის ოქტომბერი), შემდეგ _ სუფთა ციანმარილების (1973 წლის დეკემბერი) სახით. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ქიმიკოსებს მინერალური სასუქების წარმოების სფეროში ახალი მოთხოვნები წაუყენა. 1979-81 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ამიაკის სინთეზის ორი მსხვილი აგრეგატი, რომელთა წარმადობა ორჯერ აღემატებოდა არსებულს და საწარმო გავიდა აზოტმჟავასა და გვარჯილის ახალ სიმძლავრეებზე. 1985 წელს კი მწყობრში ჩადგა კაპროლაქტამის წარმოების მეორე რიგის საამქროები. 1991 წლის თებერვალში «აზოტმა» გამოუშვა კოსმეტიკური პროდუქცია _ ფანქრები და ტუჩსაცხი.

მისამართი: საქართველო, 3702, რუსთავი,მშვიდობის ქუჩა #2

ტელ.: +995 (341)27 11 09; 27 09 00; 27 09 01; 22 47 34

(კომუტატორი ) 27 09 01; 25 14 11

ფაქსი: (+995 341)27 09 09 (+995 34)22 47 95

ელ. ფოსტა: E-mail: azot@carat.ge

შ.პ.ს. “ვაგონმშემკეთებელი კომპანია”

2005 წელს შეიქმნა. იგი მდებარეობს ქ. რუსთავში, თბილისიდან 30 კმ-ში. კომპაქტურად მოწყობილი და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობისა და მოდერნიზაციის დარგში. იგი ფაქტობრივად მემკვიდრეა სს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის”, რომელსაც საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია სამგზავრო და სატვირთო ვაგონების მშენებლობის საქმეში.რუსთავის ვაგონმშენებელი კომპანია დაარსების დღიდან თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით აქტიურად შეუდგა ახალი სხვადასხვა ტიპის ვაგონების შექმნას და მოდერნიზებას.მიღებულმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა შეემუშავებინა ახალი ელექტრომატარებლის შექმნის ძირითადი კონცეფცია. დაიწყო ქართულ-ჩინური (EMV) ელექტრომატარებლის მშენებლობა, რომელშიც საქართველოს ვაგონმშენებელთა წლობრივი მონაწილეობა 60 %-ს აღემატება.ქართულ-ჩინური ერთობლივი მატარებლის კონსტრუქციაში გამოყენებულია თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებები, რაც სრულიად ახლებურ იერსახეს აძლევს მატარებელს და შესრულების ტექნიკური დონე უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. კომფორტაბელურობის თვალსაზრისით იგი ჩქაროსნული მატარებელთა ახალ მე-5 თაობას მიეკუთვნება და 25-ე მოდელია სამგზავრო მატარებლებში, რომლის სიჩქარე 130 კმ/სთ-ია.რუსთავის ვაგონმშენებელი კომპანია 2010 წლიდან იწყებს სრულიად ახალი თაობის სამგზავრო ელექტრომატარებლების მშენებლობას, ასევე ახალი ტიპის სატვირთო ვაგონების წარმოებას, რაც თავის მხრივ ახალი სიტყვაა ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლების საქმეში.საწარმო პარალელურად გააგრძელებს ყველა ტიპის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზების, შეკეთების, კაპიტალური რემონტისა და სხვა სახეობის სამუშაოებს.ახალი (EMV) ტიპის ელექტრომატარებლის ძირითადი მახასიათებლებს გაეცვნენ შუა აზიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის რკინიგზების ხელმძღვანელები, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და მზად არიან რუსთავის “ვაგონმშენებელ კომპანიას” ანალოგიური ელექტრომატარებლის დამზადება შეუკვეთონ

ბადრი წილოსანი მფლობელი

ტელ:  322 95 76 67
მამუკა დოლიძე კომპანიის დირექტორი

ტელ:  341  24 20 30

მისამართი: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქ.№2

ტელ: (+995 341) 24 20 30

ელ-ფოსტა:  vmk@elwagon.ge ; vmk.2005@mail.ru

ვებგვერდი: http://elwagon.ge

შპს “რუსმეტალი“

კომპანია “რუსმეტალის” 2005 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ ქალაქ რუსთავში დაიწყო ქარხნის მშენებლობა, რომელიც 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ”რუსმეტალის” საქმიანობა ეფუძნება მეტალურგიულ სფეროში საუკუნეების მანძილზე დაგროვილ და გამყარებულ გამოცდილებას, რომლითაც საქართველო და კერძოდ ქალაქი რუსთავი მთელს მსოფლიოში იყო ცნობილი. დასაქმებულთა უმრავლესობა, სწორედ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მკვიდრია.”რუსმეტალის” ძირითად საქმიანობას ფეროშენადნობთა წარმოება წარმოადგენს. კომპანიას შემდეგი პროდუქტების წარმოება შეუძლია: ფეროსილიკომანგანუმი, ფეროსილიციუმი, ფერომანგანუმი, ფეროქრომი. გარდა ამისა, “რუსმეტალი” თერჯოლის რეგიონში მანგანუმის რამდენიმე საბადოს სარგებლობის ლიცენზიას ფლობს:1. ბროლის ქედი – დამუშავება მიმდინარეობს ღია კარიერული მეთოდით;2. ჩხარი – დამუშავება მიმდინარეობს ღია კარიერული მეთოდით;3. ძევრი – დამუშავება მიმდინარეობს ღია კარიერული მეთოდით.მოპოვებული მადნის გადამუშავება იმავე რეგიონში კომპანიის მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანაში ხდება.”რუსმეტალის” მიერ წარმოებული პროდუქციის 100% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გადის. ამასთან, “რუსმეტალმა” თურქეთში წარმომადგენლობა გახსნა, რაც ადგილობრივ ბაზარზე უფრო მოქნილად და ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა. კომპანია კვლავაც მუდმივად მუშაობს ახალი ბაზრების დაპყრობასა და გაფართოებაზე.კომპანია „რუსმეტალმა“ საერთაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001:2008 აიღო

თემურ მიმინოშვილი – გენერალური დირექტორი

tmiminoshvili@rusmetali.com

გიორგი ღუღუნიშვილი –კომერციული დირექტორი

ggugunishvilii@rusmetali.com

სათავო ოფისია. წერეთლის გამზ. # 141ა თბილისი, 0119, საქართველო

ტელ: +995 32 2 970 118ფაქსი: +995 32 2 970 119

ელ.ფოსტა: office@rusmetali.com

მისამართი: რუსთავის ოფისი – მარის არხის ქ. # 174რუსთავი, 3700, საქართველო

ტელ: +995 341 29 59 99; 29 22 33   ფაქსი: +995 341 92233

ელ.ფოსტა: office@rusmetali.com
ვებგვერდი: www. rusmetali.com

შპს “ფოლადკონსტრუქცია”

დაარსდა 1947 წელს როგორც სპეციალიზირებული სამმართველო ლითონკონსტრუქციისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მონტაჟისათვის, საწარმოო შენობა-ნაგებობებისა და მაღლივი შენობების მშენებლობისათვის. ხოლო 2004 წლის თებერვალში მის ბაზაზე შეიქმნა შპს. “ფოლადკონსტრუქცია”, რომლის საქმიანობა არის: დაპროექტება, მშენებლობა, ლ.კ დამზადება და მონტაჟი.თავისი არსებობის მანძილზე სამმართველოს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ რთულ მშენებლობაში, როგორიცაა: აგლიფაბრიკისა და ბრძმედის ღუმელის კომპლექსის, მარტენისა და მილსაგლინავი საამქროს და საერთოდ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მრავალი ობიექტის დამონტაჟებაში; მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომპლექსის მშენებლობაში, სადაც დამონტაჟებულია 11 ათასი ტონა ლით. კონსტრუქციები და 7 ათასი კუბამეტრი ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები; კაპროლაქტამის კომპლექსის მშენებლობაზე და სს ‘აზოტი”-ს სხვადასხვა ობიექტებზე; მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები სატელევიზიო ანძებზე, რადიოგადამცემ ხაზებსა და ანძებზე.
პროდუქცია:ნებისმიერი კონსტრუქციების გათვლა და პროექტირებალითონის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი, დემონტაჟისამრეწველო და საწარმო დანიშნულების შენობა–ნაგებობების მშენებლობა

დირექტორი: გიორგი ბარბაქაძე

ტელ: +995 99 114 779
მისამართი: მაზნიაშვილის ქ. 5

ტელ.: +995 341 241 365

ფაქსი: +995 341 241 365;

ელ.ფოსტა: poladkonstrukcia@mail.ru

ვებგვერდი: http://www.poladkonstrukcia.ge

ფილიმასკა. ჯი (PHILIMASKA)– ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა

ქართულ-იტალური ტყავის გადამამუშავებელი საწარმო “ფილიმასკა” 2010 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. ქარხანამ ფუნქციონირება იმ სამი მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის წყალობით დაიწყო, რომელიც იტალიურმა კომპანია “თიმეკომ” განახორციელა. ტყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში 200 თანამშრომელია დასაქმებული. ახლადგახსნილ საწარმოში ვარაუდობენ, რომ წარმადობას უახლოეს ხანში გაზრდიან და შესაბამისად, დამატებით მუშა-ხელსაც დაასაქმებენ.

დირექტორი: ვახტანგ ნიკოლაიშვილი

მისამართი: რუსთავი 3700, მშვიდობის ქ. N12

ყოფილი რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის ტერიტორია

ტელ: +995 34 1 22 81 37

ფაქსი: +995 34 1 22 81 36

ელ.ფოსტა: info@philimaska.ge

ვებგვერდი: www. philimaska.ge

სს ”კავკასიან პეტ კომპანი”

”ს/ს “კავკასიან პეტ კომპანი” დაარსდა 1996 წ. იტალიური კონცერნი “გრუპო რადიჩი”-ს მიერ საქართველოში, ქალაქ რუსთავში. მისი ძირითადი საქმიანობაა პეტ-პრეფორმების წარმოება და გაყიდვა. პეტ-პრეფორმა წარმო ამ საქონლის ძირითადი მომხმარებლები არიან მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები. ს/ს “კავკასიან პეტ კომპანი”-ს წლიური წარმადობაა 120 მლნ. პრეფორმაა და იგი ითვლება ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებლად თავის რეგიონში. ს/ს “კავკასიან პეტ კომპანი”. პირველი პეტ-პრეფორმების მწარმოებელი კავკასიის რეგიონში

გენერალური დირექტორი: ენრიკო მოსულიშვილი
მისამართი: საქართველო, ქ. რუსთავი, 383040, მშვიდობის გამზ.#12

ტელ: (+995) 341 255496; (+995) 341  294496

ფაქსი: (+995) 322 264496

ელ. ფოსტა: info@caucasianpet.com

ვებ. მისამართი: http://www.caucasianpet.com
ადგენს პლასტმასის ბოთლის ნახევარფაბრიკატს.

სს ”პროგრესი” – წისქვილკომბინატი

გენერალური დირექტორი: ომარ კაციტაძე

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი, მშვიდობის ქუჩა #6

ტელ.: (+995 341) 24 10 01; 25 81 20; 25 81 22

სს ”პერლიტი”

გენერალური დირექტორი: თამარ ჩიხლაძე

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი, მარის არხის დასახლება 174

ტელ.: (+995 341) 25 52 41

საქმიანობა: პერლიტის წარმოება

“რუსთავი ინდუსტრია გრუპი” – ფეროშენადნობთა ექსპორტიორი

ხელმძღვანელი: გიორგი ლეჟავა

სათაო ოფისი: ფიროსმანის3/2

მისამართი: რუსთავი, მშვიდობის ქუჩა 7

ტელ: 0 341 22 12 15

სს ”გორგასალი”

გენერალური დირექტორი: გიორგი ომანაძე

მისამართი: საქართველო, 3700, რუსთავი, მშენებელთა ქუჩა # 66.

ტელ.: (+995 341) 29 32 08

ფოლადის ბურთულების წარმოება

სს ”სარინი”

გენერალური დირექტორი: იუზა ჩუბინიძე

მისამართი: ჯავახიშვილის ქუჩა #9

ტელ.: +995 (341 ) 24 25 52;’25 53 34; +995 5(93) 50 49 48

 

აპრილი 2014
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930EC