არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რუსთავის კორპუსი

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

2009 წელს შეიქმნა საქალაქო სამსახური „რუსთავის კოპუსი“, რომელმაც დაიწყო მრავლბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება. 2010 წლის ივლისიდან,  დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავის კორპუსი“, რომელმაც განაგრძო აღნიშნული პროცესი და მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეებსა და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა, ამხანაგობებთან ერთად სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საბინაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.– .ააიპ „რუსთავის კორპუსის” ძირითადი და  უცვლელი მისიაა

„რუსთავის კორპუსი“ ასევე, მიზნად ისახავს საკუთარი გარემოს მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  დამოკიდებულების შეცვლას, მათთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს საერთო ქონების სარგებლობის, მფლობელობის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის კულტურის ჩამოყალიბებას. ის აქტიურად ეწევა განმარტებით–საგანმანათლებო საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს უფლება-მოვალეობებზე, ამხანაგობების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და საზოგადოებრივი მართვის სისტემაში აქტიური მონაწილეობის თოაბაზე ბინათმესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლებას.

ააიპ “რუსთავის კორპუსი” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გამჭირვალობის, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპით. ის მოქალაქეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ამხანაგობებს თავად შეუძლიათ განსაზღვონ, თუ რომელი სამუშაოს შესრულება არის პრიორიტეტული. ამასთან, ისინი დამოუკიდებელნი არიან სამუშაოს მოცულობის, ღირებულებისა და შემსრულებელი ორგანიზაციის არჩევაშიც.

ამ მიზნით, სისტემატურად ეწყობა  შეხვედრები მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის, ხოლო შეხვედრისას დასმული პრობლემატიკა და ახალი ინიციატივები აისახება “რუსთავის კორპუსის”  სამომავლო საქმიანობაში.

ააიპ „რუსთავის კორპუსი“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით მჭდრო ურთიერთობა აქვს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების სამსახურსა და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია SRGG–სთან, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა ამ მიმართულებით პოლონური გამოცდილების გაზიარება და ამხანაგობების განვითარებაზე ორიენტრიებული პროექტებისა და მაგალითების ადგილზე გაცნობა.

ასევე, „რუსთავის კორპუსმა“  არასამთავრობო ორგანიზაცია, „ფონდ „აფხაზეთის“ დახმარებით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებში შეძლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა. ჭყონდიდელის დასახლებაში, ე.წ. დოსააფის შენობაში მცხოვრებთა მიერ შექმნილი ამხანაგობების წევრებისგან ჩამოყალიბდა სამუშაოთა მწარმოებელი ჯგუფი. მათ გადაეცათ ძვირადღირებული ხელსაწყოები და მოხდა მათი გადამზადება. აღნიშნული პროექტი მოქალაქეთა დასაქმებასთან ერთად, საქმიანობიდან მიღებული გარკვეული მოგების ამხანაგობების გაძლირებასა და აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე მიმართვას ითვალისწინებდა. „რუსთავის კორპუსი“  მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან ერთად აქტიურად ეხმარება ამხანაგობებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ჩემი სახლიას ჩამოყალიბებაშიც“, რომელსაც მომავალში სოციალური პროექტების განხორციელების შეძლებლობა ექნება.

ააიპ „რუსთავის კორპუსის“ ხელშეწყობით  8-9 სართულიან კორპუსში შეიქმნა 283 ამხანაგობა. შემუშავდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა’, რომელიც 2011 წელს მოიცავდა 8 სხვადასხვა კომპონენტს და საშუალებას აძლევდა ამხანაგობებს, თანადაფინანსების პრინციპით მოეგვარებინათ საცხოვრებელი კორპუსებისათვის პრიორიტეტული პრობლემები.

2011 წლის პროგრამები

თუმცა, შეხვედრებისას, რომელიც პერმანენტულად იმართებოდა  მოსახლეობასა  და თვითმმართველობას შორის, მოქალაქეები გამოთქვამდნენ სამართლიან გულისწყრომას დაბალსარულიან კორპუსებში ამხანაგობების არარსებობასა და შესაბამისად, „ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ სარგებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან, “რუსთავის კორპუსმა” ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესის  უკვე 4-5 სართულიან კორპუსებში დაიწყო (სულ 179 ამხანაგობა), ხოლო მოგვიანებით კი 3 სართულიან კორპუსებში (სულ 170 ამხანაგობა). რამაც წინა წელთან შედარებით პროგრამის ბიუჯეტის ზრდა განაპირობა.

2012 წელს “რუსთავის კორპუსის” “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამამ” ცვლილება განიცადა, კერძოდ მას კიდევ ორი კომპონენტი: სადარბაზოს კიბის უჯრედის სენსორული განათება და სადარბაზოს შესასვლელის რკინა–ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია დაემატა.

ააიპ “რუსთავის კორპუსი” ხელმძღვანელობს წესდებით და მისი დაფინანსების წყაროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს

ააიპ „რუსთავის კორპუსის“ დირექტორი:

კობა ლომიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: მესხიშვილის 3ა

ტელეფონი: 0(341) 22 47 25; 22 47 33

ფაქსი: 0(341) 22 47 25

ელ.ფოსტა: rustaviskorpusi@yahoo.com

 

 

აგვისტო 2014
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031