კომუნალური საწარმოები

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

ელექტრომომარაგება

ქალაქის აბონენტების მომსახურებას ახორციელებს ჩეხური კომპანია “ენერგო–პრო ჯორჯია” ს.ს. “ენერგო-პრო” დაარსდა 1994 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. სვიტავში. იგი წარმოადგენს ჩეხეთის კერძო პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომლისთვისაც ელექტროენერგიის წარმოება მათი წარსული საქმიანობის გაგრძელებაა. თავდაპირველად კომპანია ჰიდროტურბინების წარმოებითა და ჰესების მშენებლობით იყო დაკავებული.

ამჟამად, “ენერგო-პრო” ფლობს და ამუშავებს 11 ჰიდროელექტრო სადგურს ჩეხეთის რესპუბლიკაში. აგრეთვე ფლობს ჰიდროელექტრო სადგურებს ბულგარეთსა და თურქეთში. ს.ს.E”ენერგო-პროს” ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება ამაჟამად შეადგენს დაახლოებით 300 მილიონ ევროს.

საქართველოში “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტ ბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს ექსპორტისა და ჩეხური კომპანიების უცხოური ინვესტიციების ფინანსური უზრუნველყოფა. 2002 წლიდან, ჩეხეთის ექსპორტ ბანკი აფინანსებს “ენერგო-პრო” ჯგუფის საერთაშორისო საქმიანობას. “ენერგო-პროს” საინვესტიციო საქმიანობის მხარდამჭერია EGAPP- ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტის გარანტიის და დაზღვევის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში “ენერგო-პროს” და ჩეხეთის ექსპორტ ბანკის ინვესტიციების რისკის დაზღვევას. კომპანია ქვემო ქართლის მასშტაბით 140 000 აბონენტს ემსახურება .

საკონტაქტო ინფორმაცია:

რეგიონალური ოფისი:
რუსთავი, რუსთაველი ქუჩა #20
ტელეფონი: 0(341) 25 64 93; 25 64 83;
ფაქსი:+995 341 25 64 93

მომსახურების ცენტრები:
რუსთაველის ქ. #28;
კოსტავას ქუჩა #6;
მეგობრობის ქუჩა #1
ლეონიძის ქუჩა #12

საზოგადოებასთან ურთიერთობა

მიხეილ ბერინაშვილი
ტელეფონი: 577 35 30 70; 0(322) 911 190;  
ელ.ფოსტა: mikheil.berinashvili@energo-pro.ge

წყალმომარაგება

ქალაქის   წყლით მომარაგებას  კომპანია “რუსთავის წყალი” ახორციელებს. იგი ,,რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 51 621 აბონენტს ქ. რუსთავში, 3984 აბონენტს გარდაბანში, 1851 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. ,,რუსთავის წყალის” მიერ გაწეული მომსახურების საფასური ერთ სულ მოსახლეზე 2,6 ლარს შეადგენს.

,,რუსთავის წყალი” წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო და გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ახდენს ავარიული დაზიანებების ლიკვიდაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგების შეზღუდვაზე მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებულია.

რუსთავში წამოწყებული ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების უმრავლესობა უკვე დასრულებულია. ქალაქის წყალმომარაგება თითქმის უწყვეტად ხორციელდება. სრული დატვირთვით მუშაობს სათავე ნაგებობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკის თანდათანობით მოხსნასა და სასმელი წყლის ხარისხს.

დასრულებულია ქ. რუსთავის მკვებავი მაგისტრალური წყალსადენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც ”რუსთავის წყალმა” “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან” ერთად განახორციელა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით რუსთავის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა.

ასევე, დასრულდა ”რუსთავის წყალის” სათავე ნაგებობაზე ელექტრომეურნეობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები – დამონტაჟდა ახალი 6 კვ სიმძლავრის 2,2 კილომეტრიანი საჰარეო ხაზი და ახალი 16 მეგავატიანი ტრანსფორმატორი, რაც მდ. ხრამის სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების საიმედო და უწყვეტი ელექტრომომარაგების საშუალებას იძლევა.

გამართულად მუშაობს ”რუსთავის წყალის” ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს.

“რუსთავის წყალი” მომხმარებლების რაოდენობის დაზუსტების მიზნით ახალ ბაზას ქმნის. პარალელურად, მოსახლეობას დაგროვილი დავალიანებების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამას სთავაზობს.  მიმდინარე წლის ივნისიდან ქალაქში დაიწყო გამრიცხველიანების ფართომასშტაბური სამუშაოები.  წლის ბოლომდე უკლებლივ ყველა აბონენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყლის მრიცხველებით აღიჭირვება და  მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა ფიქსირებული ტარიფის ნაცვლად,  წყლის მრიცხველების ჩვენების მიხედვით მოხდება .

გენერალური დირექტორის მოადგილე: სერგო ბაგდასაროვი

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: მეგობრობის ქ. 22

საკონტაქტო ტელეფონები:

ცხელი ხაზი: 25 83 26, 25 36 66

0(341) 25 62 44;

სადისპეტჩერო: 0(341)29 29 19

ლაბორატორია: 0(341)29 30 80;

ელფოსტა: rustavi@georgianwater.com
ვებგვერდი: ელფოსტა: www.georgianwater.com

სს”რუსთავის წყალის“ სერვის –ცენტრი

მისამართი: მეგობრობის გამზირი #22 
ტელეფონი:  0(341) 28 08 58;

გაზმომარაგება

ალაქ რუსთავის მოსახლეობისა და წარმოება–დაწესებულებების ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს  სს „რუსთავგაზი“
ს.ს. “რუსთავგაზი” შეიქმნა 1996 წლის 30 აგვისტოს. იგი წარმოადგენს კერძო მფლობელობაში არსებულ საზოგადოებას. მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 253 335 აშშ დოლარს. აქციათა პაკეტის 59,4%-ის მფლობელია კომპანია “იტერა ცის ლლს” 37,3%-ის მფლობელია აქციონერი გენრი მახარაძე ხოლო აქციათა 3.3%-ი არის საზოგადოების თანამშრომელთა საკუთრებაში.
საზოგადოება წარმოადგენს ტრესტ #1 “რუსთავგაზი”-ს სამართალმემკვიდრეს.
ტრესტი #1 “რუსთავგაზი” ფუნქციონირებდა 1960 წლის 12 თებერვლიდა და აწარმოებდა ქალაქის გაზიფიკაციის სამუშაოებს.
ქ. რუსთავში ბუნებრივი აირი პირველად მიეწოდა ცემენტის და მეტალურგიის ქარხნებს.
1960 წლიდან დაიწყო მიწისქვეშა გაზსადენების ჩაწყობა და საცხოვრებელი სახლების ბ/აირზე გადაყვანა. საცხოვრებელი სახლებიდან პირველად გაზიფიცირება ჩაუტარდა და ბ/აირი გაიშვა 1960 წლის 14 აპრილს მეგობრობის #3 და #5 სახლებში.
ტრესტ #1 “რუსთავგაზი”-ს შემადგენლობაში შედიოდნენ “გარდაბანგაზი”-ს და “საგარეჯოგაზი”-ს საექსპლოატაციო სამმართველოები.
1962 წლიდან ტრესტ #1 “რუსთავგაზთან” არსებობდა სამონტაჟო უბანი, რომელიც ატარებდა ბ/აირით გაზიფიკაციის სამუშაოებს, როგორც რუსთავში ასევე ფასანაურის, დუშეთის, ყაზბეგის და მცხეთის რაიონებში.
“რუსთავგაზი” აწარმოებდა მიწისქვეშა თბილგაზის ცისტერნების დამონტაჟების და თბილგაზის ჯგუფური დანადგარების სამუშაოებს აფხაზეთის და აჭარის ასს-ში, ასევე ქალაქებში : ჭიათურაში, მარნეულში, ზესტაფონში, ფოთსი, ქუთაისში და ბოლნისში.
ტრესტ #1 “რუსთავგაზ”-ს საქართევლოს გაზიფიკაციის ტრესტებს შორის საუკეთესო მაჩვენებლებისათვის არა ერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილი.
“რუსთავგაზის” მთავარი ამოცანა იყო და რჩება ბ/აირის მომხმარებელთა ხარისხიანი, კეთილსინდისიერი მომსახურება. ამ ამოცანის შესრულების მიზნით 1999 წლიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს კოროზირებული მიწისქვეშა გ/სადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბ/აირის დანაკარგის შემცირების მიზნით ფოლადის მილები შეიცვალა პოლიეთილენის მილებით.
ქალაქი დანაწილდა 6 სამოქმედო ზონად (რეალიზაციის უბნად) მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა საცხოვრებელი მისამართის მიხედვით გადაიხადოს მოხარებული ბ/აირის საფასური ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებით. ასე ნებისმიერი პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ შესაბამის უბანებს.
მომხმარებლებზე ბ/აირის უწყვეტად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველად საქართველოში 2006 წლიდან “რუსთავგაზმა” დაიწყო ინდივიდუალური მრიცხველების სადარბაზოებში გამოტანა და კარადებში მოთავსება, რათა კეთილსინდისიერ და პატიოსან მომხმარებლებს შეუზღუდავად 24 საათის განმავლობაში მიეწოდოთ ბ/აირი.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: დავით გარეჯის ქ. 25
ტელეფონი: 0(341)25 84 34
ვებგვერდი: www.rustavgas.ge

სათაო ოფისი: 0(341) 24 12 16

უბნები

უბანი I, რუსთაველის 20
რჩეულიშვილის 8
უბანი II, მე-12 მკრ 6 2
უბანი III, ვახუშტის 6
უბანი IV, თოდრიას 2ჩ. 3-3
უბანი V, XXI-მკრ შარტ.მუნიც.
უბანი VI , მე-17მკრ. აღმ.მუნიც.
ქ. რუსთავის მომსახურების ცენტრები
მისამართი ტელეფონი

. რუსთავის მომსახურების ცენტრები

I. რუსთაველის 20
ტელ: 0(341)24-13-83

II. რჩეულიშვილის 8 
ტელ:0(341)24-20-67

III. ვახუშტის 6 
ტელ:0(341)27-78-04

IV. მე-12 მკრ 6 2 
ტელ:0(341)22-02-04

V. მე-17მკრ აღმაშენებლის სახ. ტერიტორიული ორგანო 
ტელ:0(341)28-60-04

VI. XXI-მკრ შარტავას სახ. ტერიტორიული ორგანო 
ტელ:0(341)27-12-22

VII. სასტუმრო რუსთავი
ტელ:0(341)27-05-17