რესურსები

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

ბუნებრივი რესურსები

მიწის რესურსი

2009 წლის  მონაცემებით რუსთავის მიწის ფონდი 6060 ჰა-ს შეადგენს (იხ. დანართი #1). ქ. რუსთავს აქვს 270 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, რომელიც მთლიანად კერძო საკუთრებაშია გადაცემული. ქალაქში აუთვისებელი მიწის რაოდენობა 1662 ჰა-ს შეადგენს. (იხ. დანართი #2)

ქ. რუსთავის კუთვნილი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი ქალაქის საკრებულოს მიერ ყოველწლიურად ნორმატიული აქტით განისაზღვრება. 2006 წელს მისი ფასი ზონების მიხედვით 5,88-დან 10,92 ლარამდე განისაზღვრა, თუმცა 2007 წლისათვის ფასი გაორმაგდა და ზონების მიხედვით 1,76-დან 21,84 ლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილი ფასით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები აუქციონის წესით არ გაყიდულა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწის ფასი 2008 წელს კვლავ შეამცირა და 2006 წლის ნიშნულს გაუტოლა.  ხოლო 2009 წლისთვის მისი ფასი მერყეობდა 6.46 დან 10.92 მდე ზონების მიხედვით, 2011 წლისათვის 7,14–დან 10,92 ლარამდე.

მიწის ფასი ბაზარზეც შეიცვალა. 2007 წელს 1 მ2 მიწის კომერციული ფასი 10-20 ლარი იყო, 2008 წლის ოქტომბრის მონაცემებით ის 10-ჯერ გაიზარდა და 100-200 ლარს გაუტოლდა. ხოლო 2009 წლისთვის მერყეობს 30-60 ლარამდე, ზონების მიხვედით. 2011 წლისათვის კი –

მიწის რესურსის ოპტიმალურად და ეფექტურად გამოყენების მიზნით მიმდინარეობს ქ. რუსთავის ურბანული დაგეგმარების გენერალური გეგმის შემუშავება.

წყლის რესურსები

 ქალაქს შუაზე ყოფს მდინარე მტკვარი, რომლის მონაკვეთი(ქ. რუსთავის ტერიტორიაზე) 4 კმ-ს შეადგენს.

 მდინარე მტკვრის ნაპირებზე მოიპოვება ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) და მოქმედებს წიაღით სარგებლობის 11 ლიცენზია, მიწისქვეშა მტკნარი (საყოფაცხოვრებო) წყლის მოხმარების ლიცენზია გაცემულია შპს “ქართულ ცემენტზე”.წყალაღება ძირითადად მიმდინარეობს ქალაქის წყალსადენიდან, რომელიც წყალს იღებს მდინარე ხრამის ფილტრატიდან. საწარმოო ობიექტების მიერ წყლის აღება ხდება აგრეთვე მიწისქვეშა ჰორიზონტიდან, ხოლო რაც შეეხება მდინარე მტკვრიდან წყალაღებას ახორციელებს შპს “სიონი” გარდაბნის მაგისტრალური არხის საშუალებით, რომელიც ჩაედინება ჯანდარის წყალსაცავში. “სიონი” გარდაბნის მაგისტრალური არხიდან წყალს აწვდის ს.ს. “ენერჯი ინვესტს” და შპს “ საქცემენტის რუსთავის ცემენტის ქარხანას”. მდინარე მტკვრიდან არხის საშუალებით წყალს იღებს აგრეთვე შპს “მტკვარი-ენერგეტიკა”. მდინარიდან წყლის აღება მცირე რაოდენობით ხდება მდინარის ახლოს განლაგებული ინერტული მასალის გადასამუშავებელი ობიექტების მიერ

 რუსთავს ეკუთვნის მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები (საცავები) საერთო მოცულობით 30 000 მ3.

  მდინარე მტკვარზე მთელი წლის განმავლობაში დაშვებულია მხოლოდ სამოყვარულო თევზჭერა, რადგან მდინარე მტკვარში არ მოიპოვება ჭერააკრძალული თევზების სახეობები, როგორიცაა: ზუთხისებრთა, კალმახი, ქამბალა-კალკანი და მდინარის კიბო. რაც შეეხება ლიცენზიებს, მდინარე მტკვრის ქ. რუსთავის მონაკვეთზე თევზჭერის ლიცენზია არაა გაცემული.

  მდინარე მტკვრის კალაპოტი ბეტონის კონსტრუქციებით არის დაბინძურებული ძირითადად ქ. რუსთავის ცენტრალური ხიდის მიმდებარედ  და გარდაბნის რაიონისა და ქ. რუსთავის საზღვართან. აღნიშნული კონსტრუქციების განთავსება მდინარეში მოხდა წლების წინ, ხოლო ბოლო წლებში მდინარის დაბინძურება სამშენებლო ნარჩენებით არ ხდება.

  ქ. რუსთავის ტერიტორიაზე, კერძოდ მდინარე მტკვრის ხეობაში,  განთავსებულია 1028 ჰა ფართობზე განლაგებული ადგილობრივი, ე.წ. ჭალის ტყე, სადაც ძირითადად ხარობს ფოთლოვანი მცენარეები, როგორიცაა: ტირიფი, ვერხვი და იფანი. ტყე-ჭალის ტერიტორიაზე, გარდა აღნიშნული მცანარეებისა, გვხვდება აგრეთვე მუხაც. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, ხელოვნურად გაშენებულია შავი ფიჭვი, კედარი, იფანი, ჭადარი, აგრეთვე სხვადასხვა კულტურული მცენარეები.

 

სექტემბერი 2014
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930EC