შს სამინისტრომ ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადასცა

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2013

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

შს სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი მანქანები გადასცა. გადაცემის ცერემონიალი 23 ოქტომბერს, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და რუსთავის მერი დავით ჯიქია ესწრებოდნენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის რებრენდინგის პირველი ეტაპი ქვემო ქართლის რეგიონით დასრულდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეფორმის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება საპატრულო პოლიციის ახალი რეგიონალური დანაყოფები, რომლებიც განთავსდება ახალ, კომფორტულ და თანამედროვე შენობებში,დაიხვეწება საპატრულო პოლიციის მართვის სისტემა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო. მან თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გასული წლის მთავარი მიღწევა თავისუფალი არჩევანის უფლებაა და ამ უფლების დამრღვევი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 21 და „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს („პიკაპის“ ტიპის) 3 ახალი ავტომობილით შეივსო. გარდა ამისა, რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.

 

დეკემბერი 2014
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031EC