რუსთავში ახალი სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

ხუთშაბათი, 5 მაისი, 2011

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძესთან ერთად 4 მაისს, რუსთავში ახალი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „რუსთავის” გახსნას დაესწრო. მრავალპროფილური კლინიკა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით არის აღიჭურვილი. ცენტრში ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევებიც ჩატარდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ლაბორატორია, სადაც ყველა ასაკის პაციენტს მოემსახურებიან. ახალ საავდმყოფოში სხადასხვა პროფილის 25 ექიმი იმუშავებს. უახლოეს მომავალში ამოქმედდება მეან-გენეკოლოგიური განყოფილება.
„ვულოცავ რუსთავის მოსახლეობას ამ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების გახსნას. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში იყოს ასეთი მაღალი დონის კლინიკები, რათა ხალხმა ხარისხიანი სერვისების მიღება შეძლოს. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის მთავარია გაიზარდოს ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. ყოველივე ეს კი ცვენი რეფორმის წარმატებიტ განხორციელების საწინდარია.”-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსთაველებს სამკურნალოდ თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ. მათ უკვე აქვთ საშუალება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები ნაკლები ხარჯის გაწევით მიიღონ.”-განაცხადა დავით კირკიტაძემ. კლინიკა ,,რუსთავი“ კერძო ინვესტიციებით გაკეთდა. იგი სს „რუსთავის #2 საავადმყოფოს (ე.წ. ,,აზოტის’’ საავადმყოფო) ერთ-ერთ კორპუსში განთავსდა